(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრი 24 ნოემბერს ღამით საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ზეწოლის შედეგად გადადგა.
ცოტა ხნით ადრე ნარჩემაშვილი უარს აცხადებდა გადადგომაზე.
“მე მოვითხოვ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას. იგი საფრთხეს უქმნის წესრიგს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი გახდა, განაცხადა 24 ნოემბერს, რომ “მისთვის ორი მინისტრი წარმოადგენს პრობლემას”.
მან არ დააკონკრეტა, რომელ მინისტრებს გულისხმობდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბურჯანაძე შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრებს გულისხმობდა, რომლებიც ბურჯანაძის მიერ მოწვეულ სხდომას არ დაესწრნენ.
This post is also available in: English (ინგლისური)