(თბილისი, 28 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როინ მეტრეველი 27 ნოემბერს თავის თანამდებობაზე დაბრუნდა, მას შემდეგ რაც სტუდენტთა და ლექტორთა ერთმა ნაწილმა მისი დაბრუნების მოთხოვნით უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
როინ მეტრეველი თანამდებობიდან 26 ნოემბერს გადადგა ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” ზეწოლის შედეგად. მეტრეველის ოპონენტები მას კორუფციაში სდებდნენ ბრალს.
რექტორის მხარდამჭერები ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ არ ჩარეულიყვნენ უნივერსიტეტის საშინაო საქმეებში.
მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ “უნივერსიტეტი ავტონომიური სტრუქტურაა და ხელისუფლებას არ აქვს უფლება მის საქმეეში ჩაერიოს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)