(თბილისი, 29 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი დღეს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
“ჩვენ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები განვიხილეთ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე. აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და ჩვენ არასოდეს შევუერთდებით საქართველოს. პოლიტიკური სტატუსისადმი ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 29 ნოემბერს.
აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რესპუბლიკას აქვს საკმარისი ძალები, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)