Site icon Civil.ge

რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის საქართველოდან ჯარები გამოიყვანოს

(თბილისი, 5 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკის საპასუხოდ, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 4 დეკემბერს განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჯარები და შეიარაღება გამოიყვანონ საქართველოდან.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის წევრო ქვეყნები აჭიანურებენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცაკიას.

“ჩვენ გამოვიყვანთ ჯარებს, აუცილებლად გავაგრძელებთ ჯარების გამოყვანას”, – განუცხადა ივანოვმა ჟურნალისტებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. “უბრალოდ, ეს ის საკითხია, რომელიც ასე უცბად ვერ მოგვარდება და დრო სჭირდება”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)