(თბილისი, 5 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არსებული ინფორმაციით, “გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე თამაზ მაღლაკელიძე დღეს დილით გაიტაცეს.
“ჩვენ ჯერჯერობით ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ ამ ინფორმაციას. რაიმე კომენტარის გაკეთებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ”, – განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ “სივილ ჯორჯიას” 5 დეკემბერს დილით.
“გაერთიანებული ქართული ბანკის” თბილისის ერთ-ერთი ფილიალი 4 დეკემბერს დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)