(თბილისი, 5 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში რუსეთის საელჩოს მრჩეველს ვიქტორ რინზას დღეს დილით თბილისში დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, უცნობი პირები რუს დიპლომატს, სავარაუდოდ, ავტოფარეხთან დაესხნენ თავს და მისი კუთვნილი მანქანა გაიტაცეს.
ანალოგიური ინციდენტი თბილისში აგვისტოშიც მოხდა, როცა რუსეთის საელჩოს პირველ მდივანს ალექსანდრე ვალიუხს ასევე გაძარცვის მიზნით დაესხნენ თავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)