Site icon Civil.ge

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და აჭარის ლიდერმა მოლაპარაკებები გამართეს

(თბილისი, 5 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი დღეს დილით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვივნენ.

მათ მოლაპარაკებები გამართეს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან და საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს. მოლაპარაკებების დეტალები უცნობია.

ამერიკის მთავრობის დელეგაცია ლინ პასკოს ხელმძღვანელობით საქართველოში 3 დეკემბერს ჩამოვიდა და ამჟამად  მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ დახმარების თაობაზე, რისი გაწევაც ამერიკას საქართველოსთვის შეუძლია.

This post is also available in: English (ინგლისური)