Site icon Civil.ge

“ახალი მემარჯვენეები” 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერენ

(თბილისი, 8 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეების” ლიდერები 2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერენ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური გზით არჩეული პრეზიდენტი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 8 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

“ახალი მემარჯვენეები” ასევე დღეიდან პარლამენტის სხდომებზე დასწრებას გეგმავენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პარლამენტში უნდა აღდგენს მუშაობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკეთესად, ვიდრე ეს აქამდე კეთდებოდა.

“ახალი მემერჯვენეები” ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მეთოდიკა და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)