(თბილისი, 9 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებმა, 8 დეკემბერს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული სიტუაცია განიხილეს.
ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები ანალოგიურ შეხვედრებს ყოველდღიურად ატარებენ, რადგანაც, მათი თქმით, კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდა.
უშიშროების სამინისტრმ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ადამიანთა გატაცებაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
თუმცა, სამართალდამცავი სტრუქტურები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ “გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამაზ მაღლაკელიძის გათავისუფლებას. მაღლაკელიძე უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 5 დეკემბერს გაიტაცეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)