Site icon Civil.ge

საკადრო ცვლილებები კანცელარიაში


(თბილისი, 9 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიტიკური გაერთიანების “ეროვნული თანხმობა – იბერია გაბრწყინდება” ლიდერი გურამ აბსანძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ ეკონომიკურ საკითხებში 8 დეკემბერს დაინიშნა.


ასევე იგეგმება ეროვნული თანხმობის კომისიის შექმნა, რომელსაც გურამ აბსანძე უხელმძღვანელებს. იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს ფინანსთა მინისტრი იყო.


სახელმწიფო მინისტრის მეორე მოადგილედ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საგარეო ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი. 

This post is also available in: English (ინგლისური)