საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის ათობით მხარდამჭერმა გასული ღამე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) გარეთ გაატარეს. ისინი ცსკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატი იგორ გიორგაძე რეგისტრაციაში არ გაატარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგაძეს ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს.
სწორედ ამ მიზეზის გამო ცსკო-მ გიორგაძე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს რეგისტრაციაში არ გაატარა.
იგორ გიორგაძემ ქვეყანა 1995 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც მას ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.
საპროტესტო აქციის მონაწილენი მოითხოვენ გიორგაძის საპრეზიდენტო კანდიდატურის რეგისტრაციაში გატარებას. მათი განცხადებით, იგი საქართველოში იმყოფება. მხარდამჭერთა განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)