Site icon Civil.ge

შს მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობას არ დაუშვებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს ქვეყანაში ვითარების დაძაბვას საპრეზიდენტო არჩევნების წინ.


გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ის რომ ახლა ვითარება დაძაბულია, ადგილი აქვს სხვადასხვა  ობიექტების აფეთქებებს გარკვეული ძალების მიერ შეგნებულად კეთდება. “ამას პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს ძალები, ჩვენ გვებრძვიან. ისინი ცდილობენ არჩევნების ჩაშლას”, – განაცხადა შს მინისტრმა.


მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ ვითარების გამოსასწორებლად და არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩასატარებლად.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)