სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ საზოგადოებას რკინიგზის დეპარტამენტის ახალი სამეთვალყურო საბჭოს 12-კაციანი შემადგენლობა გააცნო. ექსპერტებს, რომლებიც სამეთავლყურეო საბჭოს შემადგენლბაში შედიან, რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუწიეს. საბჭოში შედიან ასევე იურისტები და მასმედიის წარმომადგენლები.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამეთავლყურეო საბჭოში საკუთარი წარმომდგენლები ეყოლებათ “ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნის” (ტრასეკას) პროექტის ორგანიზატორებს და მსოფლიო ბანკს.
რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე ქვეყანაში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ გადადგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)