Site icon Civil.ge

ბურჯანაძე და პუტინი მოსკოვში შეხვედრას მართავენ

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხვდება.


ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 24 დეკემბერს ჩამოვიდა და რუსეთის პრეზიდენტთან რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხს განიხილავს.


არსებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი პოლიტიკური თანამშრომლობის, საქართველოს მომავალი არჩევნებისა და აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებს განიხილავს.