Site icon Civil.ge

გენერალური პროკურორის განცხადებით, შევარდნაძის ნათესავები დაიკითხებიან

გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, დაიწყება სახელმწიფო ფონდების მითვისებასთან დაკავშირებით ფოთის პორტში არსებული დარღვევების გამოიძიება.


მისი თქმით, დაიკითხებიან ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ნათესავები, რომლებიც სავარაუდოდ გარეულნი იყვნენ იმ უკანონო ფინანსურ გარიგებებში, რომელთაც ბოლო წლებში ფოთის პორტში ჰქონდათ ადგილი.


„ვეჭვობთ, რომ გურამ ახვლედიანი [ედუარდ შევარდნაძის მძახალი] ასევე მონაწილეობდა ამ უკანონო გარიგებებში. ის აუცილებლად დაიკითხება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)