Site icon Civil.ge

მიხეილ სააკაშვილი სსფ-თან თანამშრომლობის მომხრეა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელების მომხრეა, თუმცა აცხადებს, რომ მომავალში საქართველო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ეკონომიკურ საკითხებს.


“ჩვენ გვჭირდეაბ ის, რაც სჭირდება საქართველოს ეკონომიკას და არა ის, რასაც დაგვიწერენ უცხოელი ექსპერტები. არ შეიძლება ბრმად გავიზიაროთ ყველა რეკომენდაცია.  ჩვენთვის ახლა მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური საკითხების განვითარება”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, უახლოეს მომავალში განხორციელდება საგადასახადო რეფორმები, დაწესდება ფიქსირებული გადასახადი და გამარტივდება საგადასახადო კოდექსი.


თბილისში სავალუტო ფონდის მისიის დელეგაცია ორი დღის წინ ჩამოვიდა და საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის თაობაზე შეხვედრებს აწარმოებს შესაბამის უწყებების ხელმძღვანელებთან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)