პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 თებერვალს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
„იგი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან კარგად იცის, რომ ნებისმიერი გარიგება კორუმპირებულ კლანებთან კატასტროფული იქნება არა მარტო მისი კაბინეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის“, – განაცხადა სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან 9 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე.
მან ასევე წარადგინა იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უშიშროების მინისტრის პოსტზე.
7 თებერვალს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი ნიშნავს ძალოვან მინისტრებს, ხოლო კაბინეტის სხვა წევრებს პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთანხმებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)