Site icon Civil.ge

საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

ახლანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი საპარლამენტო ფრაქციები გამოდიან ინიციატივით, რომ საქართველომ შეამსუბუქოს პოზიცია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების თაობაზე.


საქართველოს პარლამენტმა 2002 წელს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რეკომენდაციას აძლევს მთავრობას მხარი არ დაუჭიროს რუსეთის გაწევრიანებას მსო-ში.


პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დააყენა წინადადება რეზოლუციის „სულ ცოტა ორი თვით“ შეჩერების თაობაზე. „ამ დოკუმენტის ბედი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში“, – დასძინა ბურჯანაძემ.


ეს წინადადება პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტს მოყვა, სადაც მას რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.


თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წინადადების წინააღმდეგ გამოდიან. მათი განცახადებით, რეზოლუციის შეჩერება ნაადრევი გადაწყვეტილებაა, რადგანაც პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი მოსკოვში წარუმატებელი იყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)