Site icon Civil.ge

მანანა შევარდნაძე მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია

კომპანია “მაგთიკომის” დამფუძნებლის გია ჯოხთაბერიძის მეუღლე, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილი მანანა შევარდნაძე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ქვეყნის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ დღეს მანანა შევარდნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით გამართა.


მანანა შევარდნაძის განცხადებით, მისი მეუღლე დამნაშავე არ არის. მან ასევე უარყო გენერალური პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვითაც გია ჯოხთაბერიძე წინასწარ გაფრთხილებული იყო, რათა არ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.
 
“გაფრთხილების შემთხვევაში იგი არ წავიდოდა” – განაცხადა მანანა შევარდნაძემ და  დასძინა, რომ მისი მეუღლე ქვეყნის სამუდამოდ დატოვებას არც აპირებდა.


მანანა შევარდნაძემ ასევე უარყო ინფორმაცია კომპანიაში დარღვევების არსებობის თაობაზე.


გია ჯოხთაბერიძე დღეს დილით აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი პარიზში გამგზავრებას გეგმავდა.


ბოლო ორი თვის განმავლობაში იგი გენერალურ პროკურატურაში ორჯერ დაკითხეს მოწმის სახით კომპანიაში არსებულ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)