Site icon Civil.ge

ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გახდა







კიწმარიშვილი: “მე და ჩემმა
მეგობრებმა ვარდების რევოლუციაში
მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ.”
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს.

ეროსი კიწმარიშვილმა ამ პოსტზე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი შეცვალა.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელი, რომელმაც  ნოემბრის რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ერთადერთი კანდიდატურა იყო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტზე. 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ასევე ესწრებოდა სავაჭრო პალატის შეხვედრას.

„იგი [ეროსი კიწმარიშვილი] პროფესიონალი და კარგი ბიზნესმენია. მას გამჭირვალე ბიზნესი აქვს. ეროსი კიწმარიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნოემბრის მოვლენებში; თუმცა ეს არ ყოფილა მიზეზი მისი სავაჭრო პალატის პრეზიდენტად არჩევისა“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)