Site icon Civil.ge

სააკაშვილი აჭარაში ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აღკვეთას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ნებისმიერი დაუმორჩილებლობის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ რეგიონში რეპრესიების ყველა გამტარებელი უნდა დაისაჯოს.


“მე მივეცი აჭარის რეგიონის ლიდერს ასლან აბაშიძეს ათი დღის ვადა, საიდანაც ექვსი დღე დარჩა, რათა ყველა მაღალიჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიების მომხრეა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სადამსჯელო ღონისძიებებს გავატარებთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს.


მისი თქმით, სახელისუფლებო პარტია აჭარაში წინასაარჩევნო კამპანიის გამართვას აპირებს და ურჩევს აჭარლებს ხელი არ შეუშალონ მათ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)