Site icon Civil.ge

სააკაშვილი: კრიმინალებს ომს ვუცხადებ

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ქუთაისში კრიმინალებთან შეტაკებისას მოკლული სამი პოლიციელის დაკრძალვას დაესწრო.  


„კრიმინალებს ომს ვუცხადებ. ნუ ესვრით ამ ბიჭებს; მე მესროლეთ, თუ შეგიძლიათ, იმიტომ რომ მე ვუბრძანებ ამ ბიჭებს, რომ თქვენ [კრიმინალებს] გესროლონ,“ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიციელთა დაკრძალვის წინ.  


4 მარტს ქუთაისში პოლიციელებსა და კრიმინალებს შორის მომხდარი შეტაკებისას სამი პოლიციელი, ერთი მანქანების გამტაცებელი და ერთიც შემთხვევითი გამვლელი  დაიღუპა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)