| ცენტრალური ხელისუფლება მოლაპარაკებების შემდეგ კმაყოფილი ჩანდა. ფოტო: გაზეთი “ბათუმელები” |
19 მარტს აჭარაზე ეკონომიკური სანქციები მოიხსნა, ავტონომიურ რესპუბლიკაში კი საგანგებო მდგომარეობა გაუქმნდა და ჩოლოქიც გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის ოთხ საათიანი პირისპირ შეხვედრა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებით დასრულდა, რის შედეგადაც ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული პრობლემები დროებით მაინც მოგვარებულად შეიძლება ჩაითვალოს.
საპარლამენტო არჩევნების სამართიანად ჩატარება, პრეზიდეტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება აჭარაში, რომელიც საბაჟოსა და პორტზე დააწესებს კონტროლ, მოსახლეობაში დარიგებული იარაღის ჩაბარების პროცესის დაწყება და აჭარაში პოლიტიკურ ნიადაგზე დაკავებულ პირთა საქმეების გენერალური პროკურატურის წარმოამდგენლების თანდასწრებით ხელახლა გადასინჯვა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და ასლან აბაშიძე შეთანხმდნენ.
| აბაშიძე შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებაზე დათანხმდა. |
პრეზიდენტი სააკაშვილი აბაშიძესთან მოლაპარაკებების შემდეგ ადგილობრივი ოპოზიციის მიერ მოწყობილ მიტინგზე გამოვიდა სიტყვით და თავის მომხრეებს დაპირდა რომ ქვეყნის ერთიანობის გარანტი იქნება. იგი საკმაოდ კარგ განწყობაზე ჩანდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრის შემდეგ აბაშიძე და სააკაშვილი ერთმანეთის მიმართ საკმაოდ თბილი განცხადებებით გამოვიდნენ.
“მე ბატონი ასლანისადმი არანაირი პირადული წინააღმდეგობა არ მაქვს… ვფიქრობ, რომ ჩვენ სრულ უერთიერთ გაგებას მივაღწიეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ 14 მარტს, როდესაც იგი აჭარაში არ შეუშვეს, აბაშიძეს “შუა საუკუნეების ფეოდალს“ ეძახდა.
“ბატონი მიხეილი ჭკვიანი ადამიანია,” – განაცხადა ასლან აბაშიძემ და დაადასტურა, რომ “ყველა საკითხის გარშემო შეთანხმება მიღწეულია.”
პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, იმისდამიუხედავად იქნება შეთანხმება გრძელვადიანი თუ არა, თავის პირველ სერიოზულ კრიზისს თავი წარმატებით გაართვა.
აჭარაში, სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო 14 მარტის ინციდენტის შემდეგ. აბაშიძემ გამოაცხადა კომენდანტის საათი, გააგზავნა ნახევრად გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები ჩოლოქის ჩასაკეტად, ხოლო თბილისმა დაუმორჩილებელი რეგიონი ბლოკადაში მოაქცია.
ხელისუფლება საკაოდ კოორდინირებულად მუშაობდა. ფოთში შეიქმან ანტი-კრიზისული ცენტრი, პრემიერ ჟვანიას ხელმძღვანელობით. ბლოკადის პირველივე დღეს მოხდა გემების დაკავება და მათი ფოთის პორტში გადაგზავნა, რამაც მაშინვე გამოიწვია ასლან აბაშიძის უკმაყოფილება. ამით მოხდა დემონსტირირება რომ ცენტრს შეუძლია ბლოკადის რეალურად განხორციელება, რომელიც არა მარტო აჭარის არამედ გრძელვადიან პერიოდში მთელი ქვეყნის ეკონომიკასაც დაეტყობოდა.
ამის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე. შედგა პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრეზიდეტნ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი. სააკაშვილი ასევე ესაუბრა ტელეფონით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს. პროცესებს აქტიურად ადევნებდა თვალს თბილისში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსიც. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავდა. ამის პარალელურად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩუბინიშვილი ანკარას სტუმრობდა. თურქეთი, რომელიც აჭარის მოსაზღვრეა განვითარებულ მოვლენებში, რუსეთთან ერთად ერთ-ერთი წამყვანი აქტორის როლი ეკისრებოდა.
ის დათმობები რაზეც აბაშიძე მიდის, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ აჭარის ლიდერი მმართველობის სტილის ლიბერალიზაციას თანხმდება. თუმცა ბევრს უკვე ახლა ეპარება ეჭვი თუ რამდენად შეძლებს ადამიანი, რომელიც ათ წელზე მეტია ერთპიროვნულად მმართავს ადამიანი უფლებების აბუჩად აგდებითა და არჩევნების მასიური გაყალბებით ცნობილ რეგიონს, დემოკრატიული ღირებულებებისა და ახალი თამაშის წესების მიღებას.
“თუ როგორ უნდა მოხდეს ეს და რამდენად შეასრულებს ასლან აბაშიძე ამ დავალებას ცოტა გაურკვეველია, თუმცა შესაძლებელი. ეს უკვე მთლიანად მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რადიო “თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ.
“ეს საკამოდ წარმატებული შეხვედრა იყო. შეიძლება ითქვას ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. მართალია ამ ეტაპზე ძნელია განსაზღვრო მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ დადებითია ის რომ აჭარაში არჩევნები ჩატარდება და მოიხსნება ეკონომიკური ბლოკადა, რაც კრიზისს უქადდა, როგორც რეგიონის ისე მთალი ქვეყნის ეკონომიკას” – განაცხადა “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა გია ნოდიამ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.
ია ანთაძე მიიჩნევს, რომ 14 მარტის შემდეგ წარმოქმნლი კრიზისი “შეიძლება ითქვას დაძლეულია.” თუმცა იგი იქვე დასძენს, რომ “ამ შეთანხმებას და კონფლიქტის მოგვარებას ზედაპირული ხასიათი აქვს, თუმცა შეხვედრა აშკარად წარმატებული იყო.”
სხვათა შორის იმას რომ არ არსებობს არანაირი გარანტია რომ აბაშიძე შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანიაც აღიარებს.
“რა თქმა უნდა არ არსებობს ამის გარატნია, მაგრამ საჯაროდ გამოცხადებულ შეთამხმება არამგონია ვინმემ დაარღვიოს,” – განაცხადა ჟვანიამ და იქვე გაახსენა ყველას, რომ “ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას შესწევს უნარი განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები.” მან აჭარის ეკონომიკურ სანქციებზე მიანიშნა, რის შემდეგაც აბაშიძე იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო.
ამჟამად ხელისუფლების პრიორიტეტი აჭარაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. თუმცა აჭარაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაში ეჭვი თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ეპარება.
მისი თქმით აჭარაში საარჩევნო კომისიების წევრები არ არიან მზად არჩევნების ჩასატარებლად და არ არსებობს დაზუსტებული ამომრჩეველთა სიები. “ამ ყველაფრის მოსწრება მოკლე პერიოდში ძალიან ძნელია,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა 18 მარტს.
თავად ასლან აბაშიძის პოლიტიკურ მომავალზე ოფიციალური თბილისი არ საუბრობს. „ეს საკითხი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ იყო განხილული [სააკაშვილსა და აბაშიძეს შორის],“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ და დასძინა, რომ ეს აჭარის მოსახლეობის გადასაწყვეტია.
მრავალი მიმომხილველი აბაშიძესა და სააკაშვილს შორის შეთანხმებას მაინც დროებითად მიიჩნევენ, რადგან ორი ლიდერი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ბევრისთვის წარმოუდგენელელია მათ შორის გრძელვადიან პერიოდში თანამშრომლობა.
