Site icon Civil.ge

სასამართლომ მირცხულავას წინასწარი პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა

თბილისის საოლქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის სარჩელის საფუძველზე ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.


მირცხულავას ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება  იმ მოტივით მოხდა, რომ დავით მირცხულავა გარიგებაში არ შევიდა გენერალურ პროკურატურასთან, რომელიც, როგორც ბესელიამ აღნიშნა, თავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდას ითვალისწინებდა.


ზოგიერთმა ყოფილმა ჩინოვნიკმა, რომლებიც კორუფციის ბრალდებით იყვნენ დაპატიმრებულნი, უკვე გადაიხადა  ბიუჯეტში გარკვეული თანხები.


მირცხულავას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი 2000-2003 წლებში ენერგეტიკის მინისტრის პოტზე ყოფნის დროს. თუმცა, თავად მირცხულავა ბრალდებებს უარყოფს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)