საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის გაზეთ „ვრემია ნოვოსტეი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს თავის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განლაგებას.
„ჩვენს პრინციპებს არ ვუღალატებთ: ქვეყნის სუვერენიტეტი მაშინ იწყება, როდესაც მის ტერიტორიაზე უცხოური ბაზები აღარ არსებობენ. საქართველოს ინტერესებში არ შედის რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ბაზების ყოლა მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ნატოში მისწრაფების საკითხის კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა, „საქართველოს ნატოსთან დაახლოება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან და ევროპაში ინტეგრაციასთან ერთად. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უცხოური ბაზების გახსნას ვაპირებთ საქართველოში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)