Site icon Civil.ge

შს მინისტრი აჭარის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე აჭარის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, თუმცა არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებასაც.


“დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდება, მაგრამ თუ მოხდება ძალის გამოყენება ჩვენც მივმართავთ შესაბამის ზომებს და პოლიციურ ღონისძიებებს განვახორციელებთ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 28 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)