Site icon Civil.ge

ცსკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
 
ცსკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი აირჩიეს.
 
გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტი სააკაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს თბილისის მერად დანიშნავს და ამ თანამდებობაზე ვანო ზოდელავას შეცვლის.


თავად ჭიაბერაშვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.