Site icon Civil.ge

აბაშიძეს შიშობს, რომ აჭარაში სპეცოპერაცია იგეგმება

აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 22 აპრილს აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება „სპეცოპერაციას ამზადებს მის წინააღმდეგ“.


„ჩვენ ყველაფერი ვიცით ამ ოპერაციის შესახებ – როგორ განხორციელდება, ვინ განახორციელებს და როდის – ამგვარად, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ ამის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.


აბაშიძის განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მწვავე კრიტიკა აჭარის ლიდერის მიმართ.


„აჭარის მოსახლეობა უნდა განთავისუფლდეს ამ კრიმინალური კლანისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა 22 აპრილს პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას.  


მოგვიანებით 22 აპრილს საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ ასლან აბაშიძეს „ავტონომიის დე ფაქტო ლიდერი უწოდა“.


„ჩვენ შეგვიძლია მას [ასლან აბაშიძეს] დე ფაქტო ვუწოდოთ, რადგანაც მისი ხელისუფლების კანონიერება დღითიდღე კლებულობს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)