პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 აპრილს აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამით მომზადებული ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი უყოყმანოდ მიმართავს ძალას თუ საქართველო დაშლის საფრთხის წინაშე დადგება.
პრეზიდენტმა ეს განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„ის ვინც საქართველოს წინააღმდეგ იარაღს აიეღებს ლიკვიდირებული იქნება,“ დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ თუ საქართველო დაშლის საფრთხის წინაშე დადგა უყოყმანოდ გამოვიყენებთ ძალას,“ განაცხადა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)