თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 29 აპრილს განაცხადა, რომ აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ მისი გადადგომის პირობების განხილვის მიზნით შეიძლება.
„სხვა დანარჩენი საკითხების განხილვა არ მოხდება მოლაპარაკებების შემთხვევაში“, – განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს.
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 28 აპრილს ცენტრალურ ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა თბილისსა და ბათუმს შორის არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)