Site icon Civil.ge

ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

დაახლოებით 1000-1500 ბათუმელი შეიკრიბა 4 მაისს გვიან საღამოს ბათუმის უნივერსიტეტთან. მომიტინგენი აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვენ.


დღეს, აბაშიძის ე.წ. სპეც-რაზზმა უკვე დაარბია მიტინგი ბათუმში, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. ამის მიუხედავად საღამოს, უნივერსიტეტის წინ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა.


აბაშიძემ 4 მაისს გვიან ღამით აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას გააფრთხილა მომიტინგენი, რომ „მზადდება პროვოკაცია,“ რომელმაც შესაძლოა სისხლისღვრა გამოიწვიოს და დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)