Site icon Civil.ge

აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აბაშიძეს არ ემორჩილება

აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელგუჯა ჯინჭარაძემ აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და თბილისში ჩამოვიდა.


იგი აბაშიძის გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო და შეიარაღებულ დაჯგუფებასაც ედგა სათავეში.


ელგუჯა ჯინჭარაძე აჭარის ხელისუფლების ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური წარმომადგებელი, რომელიც პრეზიდენტის სააკაშვილის მხარეზე გადმოვიდა.