Site icon Civil.ge

დეპუტატთა ერთ ნაწილს აჭარაში ავტონომიის გაუქმება სურს

საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი აპირებს უახლოეს მომავლაში პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით, რათა გაუქმდეს ავტონომიის სტატუსი.


“აჭარაში მცხოვრები ხალხის გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მათ ავტონომიის სტატუსის შენარჩუნება”, განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემა, ამჟამად კი ოპოზიციონერმა კობა დავითაშვილმა.


ანალოგიური მოთხოვნით პარლამენტს “მემერჯვენე ოპოზიციის” ფრაქციის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ მიმართა 6 მაისს.


ხელისუფლების ოფიციალური პოზიციით ჯერ-ჯერობით ნაადრევია ავტონომიის სტატუსის გაუქმების თემის წინ წამოწევა.


“ამ ეტაპზე უნდა მივიღოთ კანონი ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ, ავტონომიის სტატუსი უცვლელი უნდა დარჩეს”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


“ავტონომიის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს,” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)