შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 12 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „რუსეთის შეშფოთების მიუხედავად“ მაინც გეგმავს აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ქონების კონფისკაციას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა და „აბაშიძის მხარდამჭერთა კუთვნილი საწარმოების მითვისების“ გამო.
„აბაშიძე კრიმინალი და ბანდიტია და მისი და მისი მოკავშირეების მიერ მოპარული ფული აჭარის მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო ასლან აბაშიძისადმი ლოიალურად განწყობილი ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფაქტები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)