Site icon Civil.ge

დეპუტატებმა აჭარის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით პლებისციტის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით აჭარაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი აჭარელ მოქალაქეებში პლებისციტის იდეის პოპულარიზაციას ეწევიან.


საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ აჭარის მოსახლეობის უმეტესობა მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური სტატუსის გაუქმებას.


დეპუტატების მიერ დაწყებული კამპანიის საპასუხოდ, უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა და დეპუტატი გიგა ბოკერია “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატებიდან” ბათუმში 27 მაისს სტუდენტებს შეხვდნენ, რათა დაერწმუნებინათ იმაში, რომ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური სტატუსის გაუქმებას არ აპირებს.


საქართველოს პარლამენტმა 7 მაისს მიღებულ დადგენილებაში არ გაითვალისწინა კობა დავითაშვილის წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმების თაობაზე პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)