Site icon Civil.ge

უმრავლესობის დეპუტატი მმართველ ფრაქციას ტოვებს

დეპუტატმა კახა კუკავამ, რომელიც მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სიით მოხვდა პარლამენტში, 30 მაისს განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს.


დეპუტატი კახა კუკავა, პარლამენტის კიდევ ორ სხვა წევრთან ერთად – კობა დავითაშვილთან და ზვიად ძიძიგურთან ერთად – აჭარაში რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის გაუქმების თაობაზე  კამპანიას აწარმოებს. 


„კამპანიის პროცესში ჩვენ გარკვეულ დაბრკოლებებს  შევხვდით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, როგორც ეს აჭარის ყოფილი ხელისუფლების დროს ხდებოდა”, განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ 30 მაისს.