Site icon Civil.ge

კონტროლის პალატის ახალი უფროსი დასახელდა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ სოსელია კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს.


საქართველოს პარლამენტი სოსელიას კანდიდატურას 4 ივნისს განიხილავს.


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელიც ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი იყო, გასულ თვეს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)