დამოუკიდებელი დეპუტატის გოჩა ფიფიას მოთხოვნამ მთავრობის ყველა წევრისა და მათი მშობლების ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური მრწამსის შესახებ ინფორმაციის მიღების თაობაზე პარლამენტართა აღშფოთება გამოიწვია.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც განახლებული მთავრობის გეგმების შესახებ აკეთებდა მოხსენებას, განაცხადა, რომ იგი ამაყობს იმით, რომ მისი დედა სომხური წარმოშობისაა.
“მაგრამ მე ყოველთვის შემრცხვება გავიხსენო, რომ ქართულ პარლამენტში ამგვარი განცხადება გაკეთდა“, დასძინა ზურაბ ჟვანიამ.
“ეს არანორმალური ადამიანის ბოდვაა. ნორმალურ ქვეყანაში მისნაირ [დეპუტატი ფიფია] ხალხს ციხეში სვამენ“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)