Site icon Civil.ge

აჭარის საარჩევნო კომისიის და საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელები დააპატიმრეს

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ედნარ შამილაშვილი და აჭარის საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ბლადაძე 13 ივნისს დააპატიმრეს.


შამილაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი, ხოლო ბლადაძეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნაში.


ორივე მათგანს ეს თანამდებობები აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ეკავათ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)