Site icon Civil.ge

სააკაშვილი აჭარას წინასაარჩევნოდ ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 17 ივნისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია, სადაც იგი თავისი პარტიის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო კამპანიას გამართავს.
 
პრეზიდენტის მხარდამჭერი ძალა არჩევნებში მონაწილეობას “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა“-ს სახელწოდებით მიიღებს, რომლის წევრთა უმეტესობა მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” პარტიას მიეკუთვნებიან.
 
აჭარის მოსახლეობა 20 ივნისს ახალ, 30-კაციან ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს – უზენაეს საბჭოს – აირჩევს.
 
აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააუქმა აბაშიძის მარიონეტული ორპალატიანი პარლამენტი და რეგიონში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა დაამყარა. რეგიონს არჩევნებამდე 20-კაციანი დროებითი საპრეზიდენტო საბჭო ხელმძღვანელობს.