Site icon Civil.ge

პარლამენტმა აჭარის სტატუსის შესახებ კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 25 ივნისს 173 ხმით 9 წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ საკონსტიტუციო კანონი დაამტკიცა.


კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეყოლება ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომლის კანდიდატურაც აჭარის პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.


საქართველოს პარლამენტს აქვს უფლება დაითხოვოს აჭარის პარლამენტი და კაბინეტი, ხოლო საქართველოს პარლამენტს შეუძლია შეაჩეროს აჭარის პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო  აქტები.


კანონპროექტის ოპონენტები, მათ შორის „ახალ მემარჯვენეთა“ ოპოზიციური ფრაქცია და რესპუბლიკური პარტია, აცხადებენ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი აჭარის ავტონომიურ უფლებებს ლახავს და რეგიონს პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში აყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური)