Site icon Civil.ge

საქართველო ისრაელში ქართული ფრესკის დაზიანებას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში ქართული ფრესკის დაზიანების ფაქტს “ვანდალიზმი“ უწოდა.


მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტია გამოსახული.


“ჩვენ მხოლოდ გუშინ [3 ივლისს] გავიგეთ, რომ რუსთაველის ფრესკა დააზიანეს. ჩვენ შევატყობინეთ ისრაელის ხელისუფლებას ინციდენტის თაობაზე და ასევე გამოვხატეთ პროტესტი ამ ვანდალური აქტის წინააღმდეგ“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 4 ივლისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)