Site icon Civil.ge

ფინანსთა მინისტრი პარიზის კლუბში მოლაპარაკებებს გამართავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 15 ივლისს დაგეგმილია კრედიტორებთან შეხვედრები პარიზის კლუბში.


საქართველოს მთავრობა შეეცდება პარიზის კლუბთან მიაღწიოს წლების განმავლობაში დაგროვილი საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციას, რომლის საერთო რაოდენობა 1,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.


ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებების გამართვა პარიზის კლუბის წევრი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებთან.


ვალების რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი რეკომენდაცია პარიზის კლუბის წინაშე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში შეჩერებული პროგრამა აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)