თბილისში 15 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ საკითხებში და ამავდროულად, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სტივენ მანი ჩამოვიდა.
პირველი შეხვედრა სტივენ მანს დღეს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ექნება, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შეხვდება. მოგვიანებით კი უშიშროების მინისტრთან ვანო მერაბიშვილთანაც იგეგმება შეხვედრა.
ვიზიტის დროს განიხილება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები. საუბარი ასევე შეეხება ცხინვალის რეგიონში მინდინარე მოვლენებს.
სტივენ მანი თბილისში ჩამოსვლამდე სომხეთში იმყოფებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)