Site icon Civil.ge

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ მახარაძე აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი “სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარა”-ს საარჩევნო სიის პირველ ნომერს, მიხეილ მახარაძეს. თავმჯდომარის პოსტზე ასევე მოისაზრებოდა კობა ხაბაზი, თუმცა მან მიხეილ მახარაძის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.


მიხეილ მახარაძის, ისევე როგორც კობა ხაბაზის კანდიდატურას, მხარს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უჭერდა. “ორივე პიროვნება ჩვენი პარტიის წევრია და ორივე გამოცდილია საქმეში“, განაცხადა დღეს ბათუმში  პრეზიდენტმა.


აჭარის უმაღლესი საბჭო 30 დეპუტატით არის დაკომპლექტებული, აქედან 12 მაჟორიტარი დეპუტატია.


 

This post is also available in: English (ინგლისური)