ქართული მედიის ცნობით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც იგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ვლადიკავკაზში გამართულ მოლაპარაკებებზე გივი თარგამაძე ცხინვალის რეგიონში იარაღის შეტანის საკითხს დააყენებს, რომელიც კონფლიქტის ზონაში 20 ივლისს როკის გვირაბის გავლით მოხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)