Site icon Civil.ge

ლიტვა დაეხმარება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც ამჟამად ლიტვაში იმყოფება და მისმა ლიტველმა კოლეგამ ლინას ლინკევისიუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ორი ქართველი ოფიცრის მომზადებას ლიტვის სამხედრო აკადემიაში.


ლინას ლინკევისიუსმა განაცხადა, რომ ლიტვა, რომელიც ნატოში ამა წლის მარტში გაერთიანდა, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას კვლავაც განაგრძობს, რაც ითვალისწინებს ოფიცრების მომზადებას.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე მიესალმა ლიტვის ინიციატივას დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ნატოში გაერთიანების საქმეში.


ბარამიძე 19 ივლისს ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს შეხვდა, რომელმაც ასევე გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)