Site icon Civil.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ჩამოვიდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია პაოლო ნეოჰაუსის ხელმძღვანელობით 23 ივლისს საქართველოში ჩამოვიდა.


დღეს დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ირაკლი მანაგაძესთან და ფინანსთა მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან. სსფ მისია საქართველოში ორი კვირა დაჰყოფს და რეგულარულ შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან.


მხარეები სსფ-ის მიერ ივნისის დასაწყისში დამტკიცებული 144-მილიონიანი ეკონომიკური დახმარების შესახებ იმსჯელებენ, ასევე განიხილება ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი, 2005 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხები.


სსფ-ის პროგრამა თითქმის 2 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, ვინაიდან ქართული მხარე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა.


სსფ-ს ბოლო ანალოგიური მისია თებერვალში ეწვია საქართველოს, ხოლო სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯერონ კრემერსი თბილისს ივნისის ბოლოს სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური)