Site icon Civil.ge

დეპუტატები სამხედრო წვრთნებს გადიან

პარლამენტის 15-მდე დეპუტატი დღეს იაღლუჯის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.


დეპუტატებს, რომლებიც სამხედრო წვრთნებში იღებენ მონაწილეობას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. მათი განცხადებით, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიღებით ისინი მაგალითს აძლევენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და სხვა დეპუტატებს.


დეპუტატები მზადყოფნას გამოთქვამენ მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა სამხედრო წვრთენბში, რაც რეზერვისტების მომზადებასაც ითვალისწინებს.