ევროკავშირის სპეციალური წარმოამდგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰაიკი ტალვიტიე დღეს საქართველოში რუსეთის ელჩს ვლადიემრ ჩხიკვიშვილს შეხვდა, სადაც სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
„საჭიროა კონფლიქტის მხოდოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება“ – განაცხადა ჰაიკი ტალვიტიემ.
ევრიკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში 23 აგვისტოს ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, იგი 24 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში გამგზავრებას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.
